{
"$type": "site.standard.document",
"bskyPostRef": {
"cid": "bafyreicv2vjgq3tojd7dgosf3djw6dex3cwzxvtqafhgwn6jbtpnbncp2a",
"uri": "at://did:plc:uep7uv6pd6tez5h7epnglvsr/app.bsky.feed.post/3mmnvwyxbbni2"
},
"coverImage": {
"$type": "blob",
"ref": {
"$link": "bafkreigx5q7pmmjh3ymyt4w4sbouohamwkzyle4cwynnpq3g7vv5ebnlp4"
},
"mimeType": "image/jpeg",
"size": 124861
},
"path": "/a/33764157.html",
"publishedAt": "2026-05-25T05:59:06.000Z",
"site": "https://www.radiotavisupleba.ge",
"tags": [
"ახალი ამბები"
],
"textContent": "უკრაინის დედაქალაქ კიევში გრძელდება რუსეთის მასირებული შეტევით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია.\nრუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქს დრონებით და რაკეტებით 23-დან 24 მაისის ღამით დაარტყეს. კიევის შევჩენკოს რაიონში 5-სართულიანი სახლის ნაწილის ნგრევის შედეგად ორი ქალი დაიღუპა.\nუკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ 25 მაისს დილით გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებით, კიევზე დარტყმის შედეგად დაშავებულია 87 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. წინა საღამოს ცნობილი იყო, რომ დედაქალაქში...",
"title": "87 დაშავებული კიევში - უკრაინამ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა"
}