{
"$type": "site.standard.document",
"bskyPostRef": {
"cid": "bafyreifa4ki2ja5xjpg43vwjzzd4f6zb2njtn6pgg6oggqhfmgukfaxbmu",
"uri": "at://did:plc:uep7uv6pd6tez5h7epnglvsr/app.bsky.feed.post/3mmjceuuepmg2"
},
"coverImage": {
"$type": "blob",
"ref": {
"$link": "bafkreie4of2nes4e4rbhwcw6vsonqxhwjbq2aoo2ihqrayiavqbiyzwlge"
},
"mimeType": "image/jpeg",
"size": 141221
},
"path": "/a/33763181.html",
"publishedAt": "2026-05-23T09:47:39.000Z",
"site": "https://www.radiotavisupleba.ge",
"tags": [
"ახალი ამბები"
],
"textContent": "ჩინეთის ჩრდილოეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ მკვეთრად გაიზარდა და 82-ს მიაღწია, იტყობინება 23 მაისს AFP-ის სააგენტო სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით.\n\n„ჟურნალისტებმა ლიუშენიუს ქვანახშირის მაღაროში გაზის აფეთქების ადგილიდან შეიტყვეს... რომ ავარიის შედეგად 82 ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაკარგულად ითვლება“, - იუწყება სახელმწიფო მაუწყებელი CCTV.",
"title": "ჩინეთის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა"
}