{
"$type": "site.standard.document",
"bskyPostRef": {
"cid": "bafyreih4ud6gacaqf3lvigji4cauom35pi2tng3lbkvwadh4kr22xamvam",
"uri": "at://did:plc:uep7uv6pd6tez5h7epnglvsr/app.bsky.feed.post/3mmbxjbodpne2"
},
"coverImage": {
"$type": "blob",
"ref": {
"$link": "bafkreibycqlfzbua5cgrsolhum5m43fdtkdi7nbhgg7npo7xicfzbyaw4i"
},
"mimeType": "image/jpeg",
"size": 130559
},
"path": "/a/33761014.html",
"publishedAt": "2026-05-20T12:11:58.000Z",
"site": "https://www.radiotavisupleba.ge",
"tags": [
"ახალი ამბები"
],
"textContent": "უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ კსტოვოში დაარტყეს კომპანია „ლუკოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.\n20 მაისს დილით ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „მოგერიებული“ უკრაინული დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენამ“ დაზიანებები და ხანძარი გამოიწვია კსტოვოს რაიონში მდებარე ორ სამრეწველო ობიექტზე. ოლქის ადმინისტრაციას კონკრეტული ობიექტები არ დაუსახელებია.\nდამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის...",
"title": "უკრაინის თავდაცვის ძალებმა ისევ დაარტყეს „ლუკოილის“ ქარხანას ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში"
}