{
  "$type": "site.standard.document",
  "bskyPostRef": {
    "cid": "bafyreihwnijz7gy2zjsnrphbit6vfqqcguai62thdsjscny6ihhl3xbyp4",
    "uri": "at://did:plc:uep7uv6pd6tez5h7epnglvsr/app.bsky.feed.post/3mm6swd3sokj2"
  },
  "coverImage": {
    "$type": "blob",
    "ref": {
      "$link": "bafkreia4keptmm7g5af2y3agicbpragb3xobaoajujdualefr3imnhdt2e"
    },
    "mimeType": "image/jpeg",
    "size": 119514
  },
  "path": "/a/33759985.html",
  "publishedAt": "2026-05-19T05:09:45.000Z",
  "site": "https://www.radiotavisupleba.ge",
  "tags": [
    "ახალი ამბები"
  ],
  "textContent": "რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიიტანეს 18-დან 19 მაისის ღამითაც. დარტყმის ქვეშ იყო არაერთი რეგიონი, მათ შორის ხარკოვის, ოდესის და დნეპროპეტროვსკის ოლქები.\nქალაქ ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, ქალაქის ნოვობავარის რაიონზე ორი დარტყმის შედეგად დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანებულია 25 კერძო და ერთი მრავალბინიანი სახლი.\nდრონებით შეტევა იყო ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაზეც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დამწვარია არასაცხოვრებელი...",
  "title": "უკრაინის და რუსეთის რეგიონებზე დრონებით მორიგი შეტევა იყო"
}