{
  "$type": "site.standard.document",
  "bskyPostRef": {
    "cid": "bafyreidzj7phlhewnbubrjuneqevee5y7kdsvlfzvcxcw3y7y664eazfy4",
    "uri": "at://did:plc:uep7uv6pd6tez5h7epnglvsr/app.bsky.feed.post/3mlba42law2w2"
  },
  "coverImage": {
    "$type": "blob",
    "ref": {
      "$link": "bafkreidiaduvujfpdmj5zntn5yxcm5nkyswklcltjrmo5y2obejhlt3hoy"
    },
    "mimeType": "image/jpeg",
    "size": 72451
  },
  "path": "/a/33751939.html",
  "publishedAt": "2026-05-07T11:59:41.000Z",
  "site": "https://www.radiotavisupleba.ge",
  "tags": [
    "ახალი ამბები"
  ],
  "textContent": "დღეს, 7 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის ახალდანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, კევინ ჰამილტონს.\nუწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი.\n\"საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, ნატო-ს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა...",
  "title": "საქართველოში ვიზიტით მყოფ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა"
}