{
  "$type": "site.standard.document",
  "bskyPostRef": {
    "cid": "bafyreih4j6uhh2k2lsfhxab2jpvookzvjxujc4ox3g2bhp5ve6ofaowiry",
    "uri": "at://did:plc:uep7uv6pd6tez5h7epnglvsr/app.bsky.feed.post/3ml74zub3tpz2"
  },
  "coverImage": {
    "$type": "blob",
    "ref": {
      "$link": "bafkreig2l3fztvkinn5fosnbelpqyww3mekiqgm5nb435gqnyaom7okak4"
    },
    "mimeType": "image/jpeg",
    "size": 85933
  },
  "path": "/a/33751273.html",
  "publishedAt": "2026-05-06T14:31:12.000Z",
  "site": "https://www.radiotavisupleba.ge",
  "tags": [
    "ახალი ამბები"
  ],
  "textContent": "რუსეთში, დონის როსტოვის სამხრეთის ოლქის სასამართლომ 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა უკრაინელ სამხედრო ტყვეს, რომან კლიუკინს - იუწყება \"მედიაზონა\" სასამართლოს პრესსამდივნოზე დაყრდნობით. განაჩენის თანახმად, კლიუკინმა პირველი ხუთი წელი ციხეში უნდა გაატაროს, დანარჩენი ვადა - მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.\n49 წლის სამხედრო ტყვეს ბრალი დასდეს ჯაშუშობასა და ტერორისტული ორგანიზაციის ქმედებებში მონაწილეობაში. საქმის მასალებში ნათქვამია, რომ 2024 წლის ოქტომბერში მან კონტრაქტი გააფორმა უკრაინის შეიარაღებული...",
  "title": "რუსეთის სასამართლომ 22 წლით მიუსაჯა პატიმრობა უკრაინელ ტყვეს"
}