{
  "$type": "site.standard.document",
  "bskyPostRef": {
    "cid": "bafyreiarvr4dqdlnukdwgxswamea2s5csgxlqzovhom3kvd567ycozaixm",
    "uri": "at://did:plc:uep7uv6pd6tez5h7epnglvsr/app.bsky.feed.post/3mkwql56j7xu2"
  },
  "coverImage": {
    "$type": "blob",
    "ref": {
      "$link": "bafkreicqzlk3bzwgcld6wuhciqahw27oe2mis6wemnexcu2npk5mu5tt2a"
    },
    "mimeType": "image/jpeg",
    "size": 147354
  },
  "path": "/a/33748052.html",
  "publishedAt": "2026-05-03T08:22:21.000Z",
  "site": "https://www.radiotavisupleba.ge",
  "tags": [
    "ახალი ამბები"
  ],
  "textContent": "დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 3 მაისს, რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად დაზიანდა ავტობუსი, რომელსაც 40-მდე ბავშვი გადაჰყავდა. იერიში ავტოგასამართი სადგურის მახლობლად, კრინიჩანსკის თემში განხორციელდა.\nადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, თავდასხმისას ბავშვებმა ავტობუსის დატოვება მოასწრეს. დაშავდა 10 წლის ბიჭი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.\nდარტყმის შედეგად დაშავებულია ასევე 21 წლის ორსული. ჰოსპიტალიზირებულია 40 წლის ქალი, რომლის...",
  "title": "უკრაინაში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად დაზიანდა ავტობუსი, რომელსაც 40-მდე ბავშვი გადაჰყავდა"
}