{
  "$type": "site.standard.document",
  "bskyPostRef": {
    "cid": "bafyreih6tfspnv5rowhktdhbniyswviur27adsv4dnajlnlwz4c6yluvmi",
    "uri": "at://did:plc:uep7uv6pd6tez5h7epnglvsr/app.bsky.feed.post/3mkd76tbura52"
  },
  "coverImage": {
    "$type": "blob",
    "ref": {
      "$link": "bafkreibo3b3r4t7f72aouf5iszbgyze5a7rczitocbw2uqm2hjpvd3zog4"
    },
    "mimeType": "image/jpeg",
    "size": 60975
  },
  "path": "/a/33742315.html",
  "publishedAt": "2026-04-25T12:37:03.000Z",
  "site": "https://www.radiotavisupleba.ge",
  "tags": [
    "ახალი ამბები"
  ],
  "textContent": "უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი მზადაა აშშ-სთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკება გაიმართოს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ზელენსკიმ ეს გამოაცხადა აზერბაიჯანში, გაბალაში გამართულ პრესკონფერენციაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ. \n\"ცხადია, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების როლს, როგორც შუამავლებისა ამ პროცესში. აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვართ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის. ასეთი მოლაპარაკება ჩავატარეთ თურქეთში,...",
  "title": "ზელენსკი გამოვიდა წინადადებით აშშ-სთან და რუსეთთან მოლაპარაკება აზერბაიჯანში გაიმართოს"
}