{
  "$type": "site.standard.document",
  "bskyPostRef": {
    "cid": "bafyreifqqyedfr7p4l2es6igk2u2nrtn6fdr5hnwltuitbnbbbmcwvxy6y",
    "uri": "at://did:plc:uep7uv6pd6tez5h7epnglvsr/app.bsky.feed.post/3mjpgfph63k62"
  },
  "coverImage": {
    "$type": "blob",
    "ref": {
      "$link": "bafkreigs3i2q4jgv5rt4i3wj5c7ecrkatke4kihalnxpmh3f4uhp2ottzq"
    },
    "mimeType": "image/jpeg",
    "size": 73530
  },
  "path": "/a/33734667.html",
  "publishedAt": "2026-04-17T16:16:47.000Z",
  "site": "https://www.radiotavisupleba.ge",
  "tags": [
    "ახალი ამბები"
  ],
  "textContent": "პარტია „ძლიერი სომხეთის“ პრორუსი ლიდერი, მილიარდერი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი შინაპატიმრობაში დარჩება. დღეს, 17 აპრილს, სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის პროკურორის შუამდგომლობა და კარაპეტიანს პატიმრობა კიდევ 3 თვით გაუხანგრძლივა.\nმას ფულის გათეთრებასა და გადატრიალებისკენ მოწოდებას ედავებიან - იგი ორივე ბრალდებას უარყოფს.\n\nშინაპატიმრობაში მყოფი კარაპეტიანი დღეს სასამართლოში პოლიციის მანქანით მიიყვანეს.\nსანამ სასამართლო ბიზნესმენის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავდა,...",
  "title": "ერევანში 17 დემონსტრანტი დააკავეს ოპოზიციონერის, ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის სასამართლოს პარალელურად"
}