{
  "$type": "site.standard.document",
  "bskyPostRef": {
    "cid": "bafyreihbdciapdpo4tf5hdep7iysqlogm44e52f336mfbkh7kul3cxnffq",
    "uri": "at://did:plc:uep7uv6pd6tez5h7epnglvsr/app.bsky.feed.post/3mjkm6agtjgw2"
  },
  "coverImage": {
    "$type": "blob",
    "ref": {
      "$link": "bafkreidorow4a4fnu2ol7pj7ljy5uw3jmln5uaxialkyo2z2vowwo75ujq"
    },
    "mimeType": "image/jpeg",
    "size": 92477
  },
  "path": "/a/33733071.html",
  "publishedAt": "2026-04-15T18:16:27.000Z",
  "site": "https://www.radiotavisupleba.ge",
  "tags": [
    "ახალი ამბები"
  ],
  "textContent": "რუსეთის ჯარებმა ოდესაში დრონით დაარტყეს მრავალსართულიან შენობას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ოლეჰ კიპერმა განაცხადა.\nმისი თქმით, დარტყმის შედეგად დაზიანდა მეხუთედან მეშვიდე სართულამდე მდებარე ბინები.\nკიპერი იტყობინება, რომ ოდესის ოლქის ბერეზოვკის რაიონში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლის სახურავი, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ხანძარი გაჩნდა.\nუკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო...",
  "title": "ოდესაში მრავალსართულიან სახლზე რუსეთის დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა"
}