{
  "$type": "site.standard.document",
  "bskyPostRef": {
    "cid": "bafyreihmejd6ehz6rfm3qmjiko5vh44okinccbs6xbgzj5ygtzhem7ivrq",
    "uri": "at://did:plc:uep7uv6pd6tez5h7epnglvsr/app.bsky.feed.post/3mi7mmzmux2t2"
  },
  "coverImage": {
    "$type": "blob",
    "ref": {
      "$link": "bafkreic6yqqjkhpj2nbv4cruj3ol3cthbzqdcydjqkhigroyz7hxfffhqm"
    },
    "mimeType": "image/jpeg",
    "size": 161582
  },
  "path": "/a/33719243.html",
  "publishedAt": "2026-03-29T16:04:33.000Z",
  "site": "https://www.radiotavisupleba.ge",
  "tags": [
    "ახალი ამბები"
  ],
  "textContent": "29 მარტს, კვირას უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში, რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა, ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.\n\nგარდაცვლილი ბავშვი 13 წლის იყო. დაშავდა კიდევ 19-დან 84 წლამდე ასაკის ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე, უწყების ცნობით, იარაღის ტიპი და თავდასხმის შედეგები დგინდება.\n\nკვირას, უფრო ადრე, რუსეთის ძალებმა დაარტყეს მეზობელი ქალაქის, სლავიანსკის ცენტრში მდებარე სასტუმროს. გაჩნდა ხანძარი....",
  "title": "კრამატორსკზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა"
}