{
  "$type": "site.standard.document",
  "bskyPostRef": {
    "cid": "bafyreihrdnr3l6ddu542je64kmne3nparyxatx4eqclvp5y5q2szq6wbsa",
    "uri": "at://did:plc:uep7uv6pd6tez5h7epnglvsr/app.bsky.feed.post/3mhe3ofie3or2"
  },
  "coverImage": {
    "$type": "blob",
    "ref": {
      "$link": "bafkreiac3cvlgkvv36mhje4gx2stqfnnxrbgz2z25ldd4x7oveexl4ubm4"
    },
    "mimeType": "image/jpeg",
    "size": 65723
  },
  "path": "/a/33710047.html",
  "publishedAt": "2026-03-18T17:20:29.000Z",
  "site": "https://www.radiotavisupleba.ge",
  "tags": [
    "ახალი ამბები"
  ],
  "textContent": "ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) დაადასტურა, რომ ირანში, ბუშერის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორიდან 350 მეტრში მდებარე ნაგებობას ჭურვი მოხვდა და განადგურდა. \nIAEA-ის გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, რეაქტორი არ დაზიანებულა და პერსონალი არ დაშავებულა.",
  "title": "ატომური ენერგეტიკის სააგენტომ დაადასტურა, რომ ირანის ატომურ რეაქტორთან ჭურვი ჩამოვარდა"
}