ირანზე პირდაპირ ეთერში საუბრის შემდეგ გია ხუხაშვილი სუს-ში დაიბარეს
რადიო თავისუფლება [Unofficial]
March 10, 2026
პოლიტიკის ექსპერტი, გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
„12 საათზეა დაბარებული“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას უწყებაში და დამატებით კითხვებს აღარ უპასუხეს.
გამოკითხვაზე დაბარების საფუძველი გუშინ, 9 მარტს, „პალიტრანიუსის“ პოლიტიკურ თოქშოუში „360 გრადუსში“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებული განცხადებები გახდა - ასე უთხრეს გია ხუხაშვილს.
„დამირეკეს და თავად განმიცხადეს, რომ ამ გადაცემაში ნათქვამი ჩემი ექსპერტული პროგნოზების გამო...
Discussion in the ATmosphere