External Publication
Visit Post

შვიდი ადამიანი დაიღუპა ხარკოვზე რუსეთის დარტყმის შედეგად

რადიო თავისუფლება [Unofficial] March 7, 2026
Source
შვიდი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 15 პირი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 7 მარტს, გამთენიისას. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, ბალისტიკური რაკეტა მოხვდა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს. დაღუპულებს შორის არიან ორი ბავშვი და 65 წლის ქალი. ოთხი დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 11 წლის ბიჭი. მაშველები განაგრძობენ ნანგრევებში მუშაობას, ადგილობრივი მთავრობის მონაცემებით, ნანგრევებში შესაძლოა კვლავ...

Discussion in the ATmosphere

Loading comments...