კრემლში „ავტომატური" უწოდეს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის სანქციების ვადის გაგრძელებას
რადიო თავისუფლება [Unofficial]
February 20, 2026
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები, კრემლში „ავტომატური" უწოდეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს დღეს, 20 თებერვალს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, მოსალოდნელი იყო თუ არა აშშ-ის გადაწყვეტილება მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე.
პუტინის პრესმდივნის პასუხი იყო, რომ ეს მოლაპარაკებები რთული და „დროში გაწელილია“, ამიტომ რუსეთს არანაირი გადაჭარბებული მოლოდინი არ ჰქონია...
Discussion in the ATmosphere