უკრაინაში გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი ბაკურ (ბაჩო) ბულისკირია
რადიო თავისუფლება [Unofficial]
February 12, 2026
უკრაინაში 11 თებერვალს გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი, 40 წლის ბაკურ (ბაჩო) ბულისკირია, წინასწარი ინფორმაციით მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ბაჩო ბულისკირია ქვედანაყოფ "შერეკილებში" ირიცხებოდა. როგორც ქვედანაყოფის მეთაური ავთო ქაჯაია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ბაჩო ბულისკირია უკრაინაში ომის დაწყების დღიდან იბრძოდა, თავიდან "ქართული ლეგიონის" შემადგენლობაში. 2023 წელს დაიჭრა და ფეხის ტერფის ნაწილი დაკარგა.
შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და დაახლოებით 5 თვის წინ ქვედანაყოფ "შერეკილებს" შეუერთდა....
Discussion in the ATmosphere