{
  "$type": "site.standard.document",
  "bskyPostRef": {
    "cid": "bafyreih65oshwqbjthj3cb35hlrnx7w7p3hqsoudaifngf2vdeomcb4z2i",
    "uri": "at://did:plc:uep7uv6pd6tez5h7epnglvsr/app.bsky.feed.post/3melxvscq2bl2"
  },
  "coverImage": {
    "$type": "blob",
    "ref": {
      "$link": "bafkreidgakozrhfkxrnogxe6hjbckptg2pcferbsj57symdmratzr4gmq4"
    },
    "mimeType": "image/jpeg",
    "size": 91130
  },
  "path": "/a/33675309.html",
  "publishedAt": "2026-02-11T15:21:28.000Z",
  "site": "https://www.radiotavisupleba.ge",
  "tags": [
    "ახალი ამბები"
  ],
  "textContent": "ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ სამხედრო და საბიუჯეტო ხარჯების დასაფინანსებლად.\nსესხი დამტკიცდა 2026-2027 წლების პერიოდისთვის. კენჭისყრაში 458 წევრმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, 140-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.\nუკრაინისთვის სესხი შედგება 60 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებისა და 30 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მხარდაჭერისგან. ეს დაფარავს უკრაინის საჭიროებების ორ მესამედს 2026-2027 წლებში,...",
  "title": "ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 90 მლრდ ევროს სესხის გამოყოფას"
}