{
  "$type": "site.standard.document",
  "bskyPostRef": {
    "cid": "bafyreihatohrf6q27g2cyghvvc2qdeu3auzsuzuz3nmdc2odighoesmtjm",
    "uri": "at://did:plc:uep7uv6pd6tez5h7epnglvsr/app.bsky.feed.post/3melxvcxxmq72"
  },
  "coverImage": {
    "$type": "blob",
    "ref": {
      "$link": "bafkreieuiopsubdzp5sdxhkdnjrvryyju6u563uygzh2bku6pm25pmyagi"
    },
    "mimeType": "image/png",
    "size": 539338
  },
  "path": "/a/33675353.html",
  "publishedAt": "2026-02-11T16:22:33.000Z",
  "site": "https://www.radiotavisupleba.ge",
  "tags": [
    "ახალი ამბები"
  ],
  "textContent": "უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო ვაშინგტონის შეთავაზება, აშშ-ში ჩაატაროს მოლაპარაკებების ახალი რაუნდი რუსეთთან ომის დასასრულებლად. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.\nზელენსკის თქმით, შეხვედრა შესაძლოა მომავალ კვირაში, 17 ან 18 თებერვალს, გაიმართოს. თუმცა არ არის ნათელი, დათანხმდება თუ არა რუსეთი შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებებს. Bloomberg-ის ცნობით, შემდეგ შეხვედრაზე დაგეგმილია დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ აშშ-ის წინადადების...",
  "title": "ზელენსკი: მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს შეიძლება გაიმართოს"
}