{
  "$type": "site.standard.document",
  "coverImage": {
    "$type": "blob",
    "ref": {
      "$link": "bafkreiaxeh5oroe6cra3ynj5uuneo6753hbo4mebwk3nnwjepxk52ysvli"
    },
    "mimeType": "image/jpeg",
    "size": 148993
  },
  "path": "/a/33670125.html",
  "publishedAt": "2026-02-05T07:32:42.000Z",
  "site": "https://www.radiotavisupleba.ge",
  "tags": [
    "ახალი ამბები"
  ],
  "textContent": "რუსეთის ჯარებმა მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, საოკუპაციო ძალებმა 180-ზე მეტი დრონი და ორი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.\nმასირებული შეტევა გასული ღამიდან დაიწყო.\nკიევის პოლიციის ტელეგრამ-არხზე 5 თებერვალს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად დედაქალაქში დაშავდა ორი ხანდაზმული ქალი, დაზიანებულია ხუთი მრავალბინიანი სახლი, ხანძარი გაჩნდა საოფისე შენობაში.\nდნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის...",
  "title": "კიევი და რეგიონები - რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს"
}