External Publication
Visit Post

სუს-ის თანამშრომელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს

Homepage - Netgazeti [Unofficial] May 23, 2026
Source
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს, ქ. ხაშურში ტაბიძის ქუჩაზე საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. “მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ პროკურატურაში The post სუს-ის თანამშრომელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს appeared first on Netgazeti.

Discussion in the ATmosphere

Loading comments...