{
  "$type": "site.standard.document",
  "bskyPostRef": {
    "cid": "bafyreihzckmbqzxya2m3vhryvmvymzhbqmyzclhj2z4rm5j2wjnitph7du",
    "uri": "at://did:plc:6nmwpx6mr7ft5r6c2ihsrgxj/app.bsky.feed.post/3mjjeqgb2pv62"
  },
  "coverImage": {
    "$type": "blob",
    "ref": {
      "$link": "bafkreibv6ennf6vugbyzg6krhlnlvpu5hytx7crzy6zli4aect4cpa2fai"
    },
    "mimeType": "image/jpeg",
    "size": 308973
  },
  "path": "/news/804174/",
  "publishedAt": "2026-04-15T07:13:40.000Z",
  "site": "https://netgazeti.ge",
  "tags": [
    "ახალი ამბები",
    "მიუსაფარი ცხოველები",
    "შსს",
    "დააკავეს 50 წლამდე კაცი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა – შსს",
    "Netgazeti"
  ],
  "textContent": "მიუსაფარი ძაღლისთვის დაზიანებების მიყენების ბრალდებით სიღნაღში კაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაცმა მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. უწყების ცნობით, ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. შსს-ში ამბობენ, რომ დაკავებული კაცი 49 წლისაა და ის წარსულშიც ნასამართლევია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს. […]\n\nThe post დააკავეს 50 წლამდე კაცი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა – შსს appeared first on Netgazeti.",
  "title": "დააკავეს 50 წლამდე კაცი, რომელმაც მიუსაფარ ძაღლს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენა – შსს"
}