External Publication
Visit Post

პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

Homepage - Netgazeti [Unofficial] February 11, 2026
Source
პოლონეთის ქალაქ ვიელუნში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით, დაკავების ოპერაციაში კონტრტერორისტული სამსახურიც მონაწილეობდა. ამის საფუძველზე მედია ვარაუდობს, რომ საქმე სერიოზულ დანაშაულთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი ქართველი დააკავეს ლიეტუვას სასამართლო ორდერის საფუძველზე – დაკავებული იძებნებოდა ევროკავშირში და ახლა მისი ლიეტუვაში ექსტრადაციის საკითხი იხილება. უცნობია დაკავებულების ვინაობა. მთავარი ფოტო: სპეცოპერაცია 4 ქართველის დასაკავებლად. Marian Zubrzycki /PAP The post პოლონეთში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს appeared first on Netgazeti.

Discussion in the ATmosphere

Loading comments...