შსს-ში საკადრო ცვლილებებია
Homepage - Netgazeti [Unofficial]
February 11, 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებია: დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ახალი მოადგილე ჰყავს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძესაც. შსს-ს ცნობით, სირაძის მოადგილე თეიმურაზ კუპატაძე გახდა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა აქამდე დაცვის პოლიციის დეპარტამენტს. ამიერიდან ამ უწყებას ალექსანდრე გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს. ალადაშვილი აქამდე კახეთის გუბერნატორი იყო. ფოტო: გიორგი ალადაშვილი და თეიმურაზ კუპატაძე
The post შსს-ში საკადრო ცვლილებებია appeared first on Netgazeti.
Discussion in the ATmosphere